"შოპინგობდა" თამამად, არადა მას დადასტურებული კოვიდი აქვს" - რამ გამოიწვია ია ფარულავას გაბრაზება? - კვირის პალიტრა

"შოპინგობდა" თამამად, არადა მას დადასტურებული კოვიდი აქვს" - რამ გამოიწვია ია ფარულავას გაბრაზება?

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ქვეყანაში არსებული ყველა მაღაზია იკეტება, გარდა სურსათის მაღაზიებისა. ასევე ღია იქნება ყველა აფთიაქი და მაღაზიები, სადაც ცხოველებისა და ფრინველების საკვები იყიდება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები "შავი პარასკევის" ფარგლებში დაანონსებულ ფასდაკლებებს დაემთხვა. დღეს დიდი მაღაზიებსა და სავაჭრო მოლებში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკის მიზეზი გახდა. მეტიც, მაგალითად ია ფარულავამ აღმოაჩინა, რომ დღეს საყიდლებზე იმყოფებოდა კოვიდინფიცირებული ქალბატონი:

" დღეს "სითი მოლში" ნახეს ქალბატონი, რომელიც "შოპინგობდა" თამამად, არადა მას დადასტურებული კოვიდი აქვს მსუბუქ ფორმებში და სახლში გადიოდა მკურნალობას !!!

P.S. სახელს და გვარს ნუ მკითხავთ.ჯოგური იმუნიტეტის იმედზე-ღა ვარ" - წერს ტელეწამყვანი, სოციალურ ქსელში.

წყარო