"რვა ბავშვი დაობლდა..." - ვინ არიან მცხეთასთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილები? - კვირის პალიტრა

"რვა ბავშვი დაობლდა..." - ვინ არიან მცხეთასთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილები?

დღეს, შუადღეს დაახლოებით 15:00 საათზე მცხეთასთან ავარიას, სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილები არიან ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. მანქანაში მჯდომი სამი მგზავრიდან არცერთი არ გადარჩა.

ბელა გეგუჩაძე მცხეთის სამედიცინო ცენტრში ექთნად მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი კოვიდცენტრში იყო განაწილებული.

როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი გვიყვება, საჭეს თავად ბელა მართავდა. მანქანა ჯერ ბორდიურს დაეჯახა და შემდეგ მტკვარში გადავარდა.

"ბელას სამი შვილი დარჩა, მარიამს ორი და მაკას ასევე სამი...რვა ბავშვი დაობლდა" - გვიყვება ბელა გეგუჩაძის ახლობელი.

გარდაცვლილების შესახებ ემოციურ პოსტებს წერენ "ფეისბუქზე" მათი მეგობრები:

"ბელა, როგორ ძალინ მენანები, როგორ ძალიან განვიცდი და მომიკვდა გული ასეთი ლამაზი, კეთილი ახალგაზრდა. შენ ამას არ იმსახურებდი ძალიან მიჭირს წარსულში საუბარი. ძალიან დამწყვიტე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. შენ ოჯახს დიდ გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდი ტკივილის გადასატანად“ იხილეთ სრულად