"მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვერევი... გემუდარებით, ნუ დაგვადანაშაულებთ" - კვირის პალიტრა

"მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვერევი... გემუდარებით, ნუ დაგვადანაშაულებთ"

"მუშაობს 112 -იც, სასწრაფოც, სტაციონარებიც, ოჯახის ექიმებიც, ჩვენ ისეთი დატვირთვა გავქვს, რომ პოლიტიკისთვის გემუდარებით, ნუ დაგვადანაშაულებთ"- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, დაწესებულ შეზღუდვებთან და ჰოსპიტალურ სექკტორში არსეულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"მე ძალიან მჭირდო კავშირი მაქვს შექმნილ სიტუაციასთან. მე პოლიტიკოსი არ  ვარ და არ ვერევი, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ის სისტემა რაც ვიცით და რაშიც ჩახედული ვარ, ვერ ვიტყვით საწინააღმდეგოს ვერაფერს. 112 უნდა დაირეკოს მიზნობრივად. ჩემთანაც კი არის ზოგჯერ ისეთი ზარები, რომლებიც შეიძლება არ არიი აუცილებელი და არ არის მძიმე პაციენტის მხრიდან განხორციელებული. შიში გარკვეულწილად ყველას აქვს. მუშაობს 112 -იც, სასწრაფოც, სტაციონარებიც, ოჯახის ექიმებიც, ჩვენ ისეთი დატვირთვა გავქვს, რომ პოლიტიკისთვის, გემუდარებით, ნუ დაგვადანაშაულებთ.