როგორია მართვით სუნთქვაზე მყოფი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია მართვით სუნთქვაზე მყოფი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კობა დავითაშვილი დაახლოებით 10 დღეა რაც ალადაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის.

"კობა დავითაშვილი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაა, სეფსისი და სეფტიური შოკი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე",- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.

"ინტერპრესნიუსი"


ლეილა
30 ნოემბერი 2020 10:38
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ კობას, ღირსეული მამულიშვილი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები