რატომ დატოვა თანამდებობა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა თანამდებობა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა

ავთანდილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

"გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ავთანდილ თალაკაძემ პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრის დირექტორის პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა",-აცხადებენ უწყებაში.

კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში აცახდებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ.

"ინტერპრესნიუსი"