ქუთაისში კორონავირუსს ეპიდემიოლოგი ემსხვერპლა
ქუთაისში კორონავირუსს ეპიდემიოლოგი ემსხვერპლა
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოში მუშაობდა. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა. თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით კი დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, 62 წლის ექიმი მათი ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო. ის დისტანციურად მუშაობდა, თუმცა მაინც დაინფიცირდა. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები