28-11-2020
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი მაია სვანიშვილი გუშინ თბილისის მაღაზიებსა და ქუჩებში არსებულ სიტუაციას ეხმაურება.
როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, "შავმა პარასკევმა" საზოგადოებას მენტალობაზე ტესტი ჩაუტარა.
"ძვირფასო მეგობრებო! გუშინდელმა "შავმა პარასკევმა" ტესტი ჩაუტარა ჩვენს საზოგადოებას მენტალობაზე და ინტელექტზე,სინდის- ნამუსზეც! თურმე ხალხი "მშიერ- მწყურვალი" და "შიშველ- ტიტველია"!!!
მე და ჩემს კოლეგებს, რამდენიმე თვეა არც ჩაცმა გვღირსებია, არც ადამიანურად ჭამა, არც ძილი და მოსვენება! თვეობით ვერ ვხედავთ შვილებს და შვილიშვილებს,
ოჯახები რომ დაუტირებელ მიცვალებულებს მარხავენ? და ვინც გამოჯანმრთელდა, შიშის თვალებით უყურებს ხვალინდელ დღეს?სად აპირებთ მაგ ტანსაცმლის გამომზეურებას? მაპატიეთ ასეთი გაცხარება, მაგრამ რაც დავწერე, სიმართლეა!!
ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ჯანმრთელად და ბედნიერად! გამოუცხვეთ თქვენს შვილებს გემრიელი ნამცხვარი,თქვენი ხელით და ეს იყოს წელს საახალწლო საჩუქარი-არ შეიძლება ამაზე " გადავიაროთ"? ჩემო ძვირფასო კოლეგებო, მართლა გმირებო, ჩემი სიყვარული და თაყვანისცემა-თ ქ ვ ე ნ !!!"- წერს სვანიშვილი.