"თქვენ, მო­ლებ­თან რი­გებ­ში და სა­ცო­ბებ­ში მომ­ლო­დი­ნე­ნო, ვერ ხე­დავთ რომ ხალ­ხი იხო­ცე­ბა?" - რას წერს ექიმი?
"თქვენ, მო­ლებ­თან რი­გებ­ში და სა­ცო­ბებ­ში მომ­ლო­დი­ნე­ნო, ვერ ხე­დავთ რომ ხალ­ხი იხო­ცე­ბა?" - რას წერს ექიმი?
თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სი ექი­მი მაია სვა­ნიშ­ვი­ლი გუ­შინ თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, "შავ­მა პა­რას­კევ­მა" სა­ზო­გა­დო­ე­ბას მენ­ტა­ლო­ბა­ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რა.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! გუ­შინ­დელ­მა "შავ­მა პა­რას­კევ­მა" ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მენ­ტა­ლო­ბა­ზე და ინ­ტე­ლექ­ტზე,სინ­დის- ნა­მუს­ზეც! თურ­მე ხალ­ხი "მში­ერ- მწყურ­ვა­ლი" და "შიშ­ველ- ტიტ­ვე­ლია"!!!

მე და ჩემს კო­ლე­გებს, რამ­დე­ნი­მე თვეა არც ჩაც­მა გვღირ­სე­ბია, არც ადა­მი­ა­ნუ­რად ჭამა, არც ძილი და მოს­ვე­ნე­ბა! თვე­ო­ბით ვერ ვხე­დავთ შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს,
ზოგი ვმკურ­ნა­ლობთ, ზოგი იზო­ლა­ცი­ა­ში ვართ და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვიხ­დით ვალს ქვეყ­ნის წი­ნა­შე! თქვენ, მო­ლებ­თან რი­გებ­ში და სა­ცო­ბებ­ში მომ­ლო­დი­ნე­ნო, ვერ ხე­დავთ რომ ხალ­ხი იხო­ცე­ბა?

ოჯა­ხე­ბი რომ და­უ­ტი­რე­ბელ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს მარ­ხა­ვენ? და ვინც გა­მო­ჯან­მრთელ­და, ში­შის თვა­ლე­ბით უყუ­რებს ხვა­ლინ­დელ დღეს?სად აპი­რებთ მაგ ტან­საც­მლის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას? მა­პა­ტი­ეთ ასე­თი გა­ცხა­რე­ბა, მაგ­რამ რაც დავ­წე­რე, სი­მარ­თლეა!!

ღმერ­თმა მრა­ვალ ახალ წელს და­გას­წროთ ჯან­მრთე­ლად და ბედ­ნი­ე­რად! გა­მო­უ­ცხვეთ თქვენს შვი­ლებს გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხვა­რი,თქვე­ნი ხე­ლით და ეს იყოს წელს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი-არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე " გა­და­ვი­ა­როთ"? ჩემო ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, მარ­თლა გმი­რე­ბო, ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა-თ ქ ვ ე ნ !!!"- წერს სვა­ნიშ­ვი­ლი.



ნატა
29 ნოემბერი 2020 21:56
გაიხარეთ ქალბატონო ამ შენიშვნისთვის.ამაზრზენი იყო მართლაც ეს უზარმაზარი რიგები,ვინც ვერ შევძელით ყიდვა ალბათ გაეხარდებათ შორიდან ჩვენი ყურება,ძალიან მრცხვენია მათ მაგიერ
ქალბატონ მაიას!
29 ნოემბერი 2020 18:25
ღმერთმა ჯანმრთელობა, გამძლეობა მოგცეთ თქვენ, ყველა სამედიცინო პერსონალს და საერთოდ ყველას, ვისაც ნორმალერად აზროვნება შეუძლია. დანარჩენ ქართველებს კი ვეტყვი ნათქვამია ,,არსდროს არ არის გვიანო", მაგრამ ახლა ნამდვილად საჩქაროა გამოღვიძება, მართლა, რომ ძალიან გვიან არ იყოს.....
29 ნოემბერი 2020 13:46
ექიმები მართლაც გმირები ხართ. სამწუხაროდ, ჩვენში ფესვგადგმულია, სხვისი ჭირი, ღობის ჩხირიო,, ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც. თბილისსა და დიდ ქალაქებში რესტორნები ხალხით ტყო გაჭედილი და საქართველოს სადღეგრძელოს უსირცხვილოები სვამდნენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები