"თქვენ, მო­ლებ­თან რი­გებ­ში და სა­ცო­ბებ­ში მომ­ლო­დი­ნე­ნო, ვერ ხე­დავთ რომ ხალ­ხი იხო­ცე­ბა?" - რას წერს ექიმი?
28-11-2020
"თქვენ, მო­ლებ­თან რი­გებ­ში და სა­ცო­ბებ­ში მომ­ლო­დი­ნე­ნო, ვერ ხე­დავთ რომ ხალ­ხი იხო­ცე­ბა?" - რას წერს ექიმი?
თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სი ექი­მი მაია სვა­ნიშ­ვი­ლი გუ­შინ თბი­ლი­სის მა­ღა­ზი­ებ­სა და ქუ­ჩებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, "შავ­მა პა­რას­კევ­მა" სა­ზო­გა­დო­ე­ბას მენ­ტა­ლო­ბა­ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რა.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! გუ­შინ­დელ­მა "შავ­მა პა­რას­კევ­მა" ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მენ­ტა­ლო­ბა­ზე და ინ­ტე­ლექ­ტზე,სინ­დის- ნა­მუს­ზეც! თურ­მე ხალ­ხი "მში­ერ- მწყურ­ვა­ლი" და "შიშ­ველ- ტიტ­ვე­ლია"!!!

მე და ჩემს კო­ლე­გებს, რამ­დე­ნი­მე თვეა არც ჩაც­მა გვღირ­სე­ბია, არც ადა­მი­ა­ნუ­რად ჭამა, არც ძილი და მოს­ვე­ნე­ბა! თვე­ო­ბით ვერ ვხე­დავთ შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს,
ზოგი ვმკურ­ნა­ლობთ, ზოგი იზო­ლა­ცი­ა­ში ვართ და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვიხ­დით ვალს ქვეყ­ნის წი­ნა­შე! თქვენ, მო­ლებ­თან რი­გებ­ში და სა­ცო­ბებ­ში მომ­ლო­დი­ნე­ნო, ვერ ხე­დავთ რომ ხალ­ხი იხო­ცე­ბა?

ოჯა­ხე­ბი რომ და­უ­ტი­რე­ბელ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს მარ­ხა­ვენ? და ვინც გა­მო­ჯან­მრთელ­და, ში­შის თვა­ლე­ბით უყუ­რებს ხვა­ლინ­დელ დღეს?სად აპი­რებთ მაგ ტან­საც­მლის გა­მომ­ზე­უ­რე­ბას? მა­პა­ტი­ეთ ასე­თი გა­ცხა­რე­ბა, მაგ­რამ რაც დავ­წე­რე, სი­მარ­თლეა!!

ღმერ­თმა მრა­ვალ ახალ წელს და­გას­წროთ ჯან­მრთე­ლად და ბედ­ნი­ე­რად! გა­მო­უ­ცხვეთ თქვენს შვი­ლებს გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხვა­რი,თქვე­ნი ხე­ლით და ეს იყოს წელს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი-არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე " გა­და­ვი­ა­როთ"? ჩემო ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, მარ­თლა გმი­რე­ბო, ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და თაყ­ვა­ნის­ცე­მა-თ ქ ვ ე ნ !!!"- წერს სვა­ნიშ­ვი­ლი.




რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები