თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა - კვირის პალიტრა

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება.ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს ცოვიდ-19 17 ნოემბერს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, რის გამოც მისი სახლიდან კლინიკში გადყვანა გახდა საჭირო. თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება ორმხრივი კოვიდპნევმონია და უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების გაუარესება. რაც შეეხება მის მეუღლის, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ინფექციურ კლინიკაში აცხადებენ, დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.