"მთე­ლი ოჯა­ხი და­ვინ­ფი­ცირ­დით კო­რო­ნა­ვირუ­სით. ყვე­ლას დაგ­ვი­დას­ტურ­და ტეს­ტე­ბით, კა­ხი­საც" - რას ამბობს კახი კავსაძის ძმა მსახიობის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"მთე­ლი ოჯა­ხი და­ვინ­ფი­ცირ­დით კო­რო­ნა­ვირუ­სით. ყვე­ლას დაგ­ვი­დას­ტურ­და ტეს­ტე­ბით, კა­ხი­საც" - რას ამბობს კახი კავსაძის ძმა მსახიობის მდგომარეობაზე

ცნობილ ქართველ მსახიობს კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.

AMBEBI.GE კლინიკის დირექტორს ლევან რატიანმა დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არ გააკეთებს კომენტარს და მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხვალ ისაუბრებს.

როგორ გრძნობს თავს კახი კავსაძე, მსახიობის ძმას, იმერი კავსაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ბატონი კახი ძალიან მძიმედ არის, ტყუილია და მთელი ოჯახი კორონავირუსით არიან ინფიცირებულები:

- კახის არაუშავს, კარგ მდგომარეობაშია. ადამიანს სულის მოთქმას არ აცლიან და დაეტაკნენ და არის ამბავი. ოღონდ გლახა რამე გამოაქვეყნონ და მეტი არაფერი არ უნდათ, მაგათ ჯინაზე კახი კარგად იქნება.

- პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი?

- დიახ, ლევან რატიანთან არის კლინიკაში. ჩვენ მთელი ოჯახი დავინფიცირდით კორონავირუსით. ყველას დაგვიდასტურდა ტესტებით, კახისაც. ამიტომ არის გადაყვანილი. მე შედარებით კარგად ვარ...

Ambebi.ge