უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა.

"სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა", - ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4426 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი 13 2368-მდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"