როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
კახი კავსაძის ძმის იმერი კავსაძის განცხადებით, მისი ძმა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.

როგორც იმერი კავსაძე "ინტერპრესნიუსთან" აღნიშნავს, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

"ყველაფერი ნორმაზეა, ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს, არის საავადმყოფოში და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კარგად იყოს. საგანგაშო არაფერი არ არის აბსოლუტურად, უბრალოდ კახი არის უფრო ნაომარი ასე ვთქვათ, ოპერაციებით და საჭიროა მისი უფრო მეტი მეთვალყურეობა ვიდრე ჩემი, მე შედარებით ნაკლები ოპერაციები მაქვს. არაფერი არ აკლია აბსოლუტურად, ყველაფერი
ექვემდებარება კონტროლს.

არ არის მართვით სუნთქვაზე, რა მართვით სუნთქვაზე, მშვენივრად, ნორმალურად არის", - განაცხადა იმერი კავსაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები