20 წლის ანი ბოკუჩავას გადასარჩენად... - კვირის პალიტრა

20 წლის ანი ბოკუჩავას გადასარჩენად...

20 წლის ანი ბოკუჩავას გადასარჩენად ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რისი სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია. ამისთვის საჭიროა საზოგადოების დახმარება. ექიმებმა ხერხემლის მეოთხე სტადიის სქოლიოზი და აგრესიული კიფოზის დიაგნოზი დაუსვეს. 13 წლის ასაკში გაუკეთდა ოპერაცია, ხერხემალი მეტალით დაუფიქსირეს, თუმცა, არასწორად ჩატარებული ოპერაციის მიზეზით, მეტალი დეფორმირდა, კისრის მიმართულებით დაიძრა და უახლოეს მომავალში სხეულის ზედაპირზე ამოვა.

მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, გაუძნელდა სუნთქვა, პრობლემები შეექმნა გულზე, ფილტვებზე, თავის ტვინზე. ოპერაციისთვის საჭიროა 35 000 დოლარი. მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ 45 ათასი ლარით დააფინანსა, თუმცა, დამატებით საჭიროებს 70 000 ლარს, რისი სახსრებიც ოჯახს აღარ გააჩნია. თითოეული ლარიც კი ანის სიცოცხლის გადასარჩენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

"საქართველოს ბანკი": GE26BG0000000366124223.

"თიბისი": GE30თB7926345061100103.

"ლიბერთი ბანკი": GE37LB0211156119931000.

მიმღები: მარიამ გუგუშვილი