აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს - კვირის პალიტრა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

"აქ ყველაზე მებრძოლი და პატრიოტი ადამიანები იმყოფებიან. ჩვენ არჩევნები, სახელმწიფო წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა. ერთადერთი გზა გვაქვს ვიბრძოლოთ და ხელისუფლება გავუშვათ სახლში. დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები წაგვართვა და ამიტომ, ქუჩაში ვართ და ვიბრძვით",- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

"ინტერპრესნიუსი"