ნოდარ მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლეს პასუხობს - კვირის პალიტრა

ნოდარ მელაძე არჩილ თალაკვაძის მეუღლეს პასუხობს

ტელეკომპანია "პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქყვეყნებულ განცხადებას პასუხობს.

როგორც ნოდარ მელაძე "ფეისბუქზე" წერს, "სირცხვილია,ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება".

"პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებთ თქვენი ბინის მაკლერის როლი შეიათავსონ.

პრობლემა ის არის, რომ იარაღიანი დაცვა ხვდება ადამიანებს და თქვენ ავალებთ მათ, სახელმწიფოს უწყების თანამშრომლებს თქვენი ბინის გადაპროექტების საკითხები კლიენტთან განიხილონ. სად სამზარეულო უნდა იყოს და სად საძინებელი. “დასაცავი პირის სივრცე” როგორ არის ტერიტორია, სადაც აღარ ცხოვრობს! დაცალა და გადავიდა.

პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყება.

პრობლემა არის, როდესაც მოქალაქეს 21:00 შემდეგ ბინიდან გასვლა ეკრძალება და ამ დროს თქვენი ბინის მაკლერი პირდება მყიდველს რომ ამ დაწესებულ დარღვევებს.

სირცხვილია ადმინისტრაციული რესურსის, პირადი მიზნებისათვის გამოყენებით გამართლება“ , - წერს ნოდარ მელაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის იყენებს, სოციალური ქსელით ეხმაურება.ქეთევან ბუბუტეიშვილი წერს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, ცილისწამებაა.

ambebi.ge