კლინიკიდან გაუჩინარებულ მამაკაცს მეხსიერების პრობლემა აქვს - კვირის პალიტრა

კლინიკიდან გაუჩინარებულ მამაკაცს მეხსიერების პრობლემა აქვს

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 77 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაუჩინარდა.

სავარაუდოდ, მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. არსებული ინფორმაციით, მას მეხსიერების პრობლემა აქვს.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.

ოჯახმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა. მომხდარზე კომენტარი კლინიკაში სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება.

"ინტერპრესნიუსი"