"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და..." - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებასა და გამოჯანმრთელებაზე
"მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და..." - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით ინფიცირებასა და გამოჯანმრთელებაზე
ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, რო­მელ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა, ამ­ბობს, რომ ახლა თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს და თა­ვი­სი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცერ­ცვა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

"გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემი პრო­ფე­სი­აა, ეს ერ­თგვა­რი ად­რე­ნა­ლი­ნია ჩემ­თვის, ხელი ვერ შე­უ­შა­ლა პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იმ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ფაქ­ტმაც, რომ მე ორ­მა­გად რის­კის ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ერთი ეს არის ჩემი ხან­დაზ­მუ­ლი ასა­კი, 70 წელს გა­
და­ცი­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მე მაქვს სე­რი­ო­ზუ­ლი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, ლიმ­ფო­მა და სე­რი­ო­ზუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტი.

თან­მხლებ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის ეს არის ყვე­ლა­ზე უფრო მა­ღა­ლი რის­კის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­ვი­დის და­მარ­თე­ბის, რომ­ლის დრო­საც შე­საძ­ლოა, კო­ვი­დი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დეს და ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს, ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა მო­ი­თხოვ­და ჩემ­გან, რომ მე უბ­რა­ლოდ
გავ­მიჯ­ნო­დი პა­ცი­ენ­ტებს და გავფრ­თხი­ლე­ბო­დი თავს, მაგ­რამ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის­თვის ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ამ­ბობს ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პა­ცი­ენ­ტი იყო:

"16-დან (გუ­ლის­ხმობს 16 ნო­ემ­ბერს) მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფად დამ­ძიმ­და, მქონ­და ცხე­ლე­ბა, ძლი­ე­რი ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა და რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო, 4 დღე თან­მიმ­დევ­რუ­ლად მკვეთ­რად უა­რეს­დე­ბო­და ჩემი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და ხუთ­შა­ბათს მან მი­აღ­წია კრი­ტი­კულ დო­ნეს. ხუთ­შა­ბათს მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ და­მე­წყო რემ­დე­სი­ვი­რის გა­დას­ხმა. ის ჯერ სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის შე­მო­ტა­ნი­ლი და უცხო­ე­თი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს. "რემ­დე­სი­ვი­რი" შე­საძ­ლოა არ არის იდე­ა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტი, მაგ­რამ უკე­თე­სი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს.

ერთი შემ­თხვე­ვით მე არ შე­მიძ­ლია დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა და ის, რომ რაც ჩემ­თან მოხ­და მი­ვა­წე­რო "რემ­დე­სი­ვი­რის" პო­ზი­ტი­ურ ეფექტს, მაგ­რამ ამის უარ­ყო­ფაც არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ე­ქი­მო ალ­ღოს სა­ფუძ­ველ­ზე მაქვს გან­ცდა, რომ მი­ნი­მუმ ჩემ­თან "რემ­დე­სი­ვირ­მა" იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად", - ამ­ბობს ცერ­ცვა­ძე.

მოქალაქე
30 ნოემბერი 2020 00:50
ღმერთმა დიდხანს და კარგად გამყოფოს ბატონო ტენგიზ! მადლობა ყველაფრისათვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები