"რა ვაჭამო შვილს? ხომ ადამიანი ხარ? ხომ გული გიცემს?", - აქციის მონაწილე ქალის ემოციური მონოლოგი - კვირის პალიტრა

"რა ვაჭამო შვილს? ხომ ადამიანი ხარ? ხომ გული გიცემს?", - აქციის მონაწილე ქალის ემოციური მონოლოგი

რუსთავში გამართულ გარემოვაჭრეთა აქციის მონაწილე ქალი ემოციური მონოლოგით მიმართავს ხელისუფლებას და პოლიციას:

"ვინც 41 შემოხაზეთ, გონს მოდით და მიხვდით, რა ხდება! დავიჯერო იმდენი კარტოფილი და ფული დაგირიგეს, რომ ქართველებს ღალატობთ? ნახეთ, როგორ გვატრიალებენ თითზე! მშივრები გვყავს შვილები! ამათ კორონას ვუყუროთ? მოგვიყვანონ ერთი მკვდარი, გულით კვდებიან ან 8 ათასს უხდიან და კორონას აწერენ! გონს მოდით, ვინც ეს 41 შემოხაზეთ.

მივმართავ პოლიციას - სომხეთმა გაჯობათ, იქ პოლიციამ ფორმა გაიხადა და ხალხის მხარეს დადგა. თქვენ კი ივანიშვილს უდგახართ გვერდში და ხალხს ხოცავთ. გაიხადეთ ფორმები და ხალხს დაუდექით!

დღეს დილით რომ გავიღვიძე, ვფიქრობდი, შვილს რა ვაჭამო-მეთქი? რატომ უნდა ვიყო ასე? ხომ ადამიანი ხარ? ხომ გული გიცემს? ხომ წითელი სისხლი გაქვს? ხომ გწამს ღმერთის? ერთ რამეზე მიპასუხე, რატომ არის კორონა მაშინ, როცა ეს ხელისუფლებას აწყობს? ამიხსენით?! როცა პანდემიას აცხადებ და ხალხს სახლში სვამ, ჯერ უნდა დაურიცხო ის ფული, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება!"