"ფიფქებოს" ავტორი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ფიფქებოს" ავტორი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დარახველიძემ სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებლად. მის მიერ დაწერილი სიმღერა "ფიფქებო" საახალწლო სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს "ფეისბუქზე" მისი შვილიშვილი ირინა გელაშვილი წერს.

"კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა..." - "ფიფქებოს" ავტორი გიული დარახველიძე გარდაიცვალა

მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დარახველიძემ სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა გიტარისტთა ანსამბლი. მუშაობდა თეატრალურ უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებლად. მის მიერ დაწერილი სიმღერა "ფიფქებო" საახალწლო სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტს "ფეისბუქზე" მისი შვილიშვილი ირინა გელაშვილი წერს.

"სულ ამ დღისთვის გვამზადებდა, მაგრამ მაინც მოუმზადებლები შევხვდით. სულ მამეორებინებდა მის პანაშვიდებზე რა მუსიკა უნდა ჩაგვერთო, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა დაგვეკრძალა... სამწუხაროდ ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმის გამო რომ პანდემიაა... მან კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა...

ხვალ გავაცილებთ სამუდამოდ... ვისაც გაცილება გინდათ, ხვალ, სამშაბათს 12 სათიდან ვაკის სამებაში იქნება ...

ძალიან რთულა ჩემთვის მასზე რაიმეს დაწერა, ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმას რაც ამ ქალმა დატოვა ჩემში და ზოგადად ამ ქვეყნად, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, მე აღარ მყავს ბებია ... "- წერს გელაშვილი.

იხილეთ ლინკი:

https://www.facebook.com/irina.gelashvili.14/posts/10218073199530133