"პირ­ვე­ლად მოხ­და ასე, რომ ამ­დენ ხანს არ გვი­ნა­ხავს ერ­თმა­ნე­თი" - კვირის პალიტრა

"პირ­ვე­ლად მოხ­და ასე, რომ ამ­დენ ხანს არ გვი­ნა­ხავს ერ­თმა­ნე­თი"

"აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე..." - ეს სიტყვები თამრიკო ჭოხონელიძეს ეკუთვნის. მომღერალმა "ტვ პირველზე" შემოსავლის გარეშე დარჩენილ ხელოვანებზე და საერთო გაჭირვებაზე ისაუბრა. თითქმის ყველა ინტერვიუში საუბრობს საბანკო ვალდებულებებზე ლელა წურწუმიას პროდიუსერი მეუღლე კახა მამულიშვილი...

პანდემიამ ყველა ოჯახში შეაღწია... გაუჭირდათ ქართველ ვარსკვლავს, ზოგს ფინანსურად, ზოგსაც მორალურად.. ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ფაქტობრივად შემოსავლის გარეშე დარჩა. ასევე თვეებია არ უნახავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს.

- ნინო, თქვენი კოლეგები ბევრს საუბრობენ, იმ ზიანზე, რომელიც პანდემიამ მიაყენათ...

- დიახ, საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩი, გადაიდო ან ჩაიშალა ჩემი კონცერტები. არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მორალურადაც ძალიან გამიჭირდა. ყოველდღე ვფიქრობ, რა გავაკეთო, პირდაპირი ეთერი ხომ არ ჩავრთო სოციალურ ქსელში, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის და კონცერტები აღდგება ისევ მოქმედ არტისტად რომ დავრჩე. ძალიან რთულია როგორც ფინანსური, ისე მორალური მზადყოფნაც შეინარჩუნო.

- კოლეგები თუ გეხმიანებიან უცხოეთიდან. სხვაგან რა ხდება?

- ისრაელში ყველა გაჩერებულია და ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. მაგრამ ჩემი კოლეგები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ვინც ეკრანზე ჩანან, მათ კიდევ ხედავს ხალხი და ჩვენთვის ორმაგად რთულია.

- ამბობენ, რომ იმ სახეებს გაუჭრიდათ, ვინც ტელევიზიებში არ არიან დასაქმებულები...

- დიახ, როდესაც სამსახური გაქვს, გარდა შემოსავლისა მაყურებელს თავს ახსენებ. ამ დროს ყველას ახსოვხარ და მოქმედი ხარ. ძალიან რთულია, როდესაც იმაზე ხარ დამოკიდებული, ვინ როდის დაგიძახებს. ჩემი სტუდია მაქვს და ვცდილობ ახალი სიმღერები ჩავწერო. არ ამოვვარდე ფორმიდან. ვისაც უკვე მოხდილი აქვს კორონა, სტუდიის თანამშრომლები სამსახურში დადიან.

- თქვენ როგორ გადაურჩით დავირუსებას... მხოლოდ წესების დაცვით თუ ძალიან ფრთხილობთ?

- მაქსიმალურად ვიცავ ყველა წესს, არ დავდივარ ხალხმრავალ ადგილებში. ძალიან შევზღუდე კონტაქტები. ბევრი იცავს, მაგრამ მე კონტაქტების რიცხვი ძალიან შევამცირე და თუ აუცილებელი არ არის, არ გავდივარ სახლიდან. არ მინდა რომ ვირუსი შემხვდეს და ახლობლებსაც გადავდო. ზოგადად ფრთხილი ადამიანი ვარ. გაგრძელება