საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი თეკლა თორდიაა. იგი თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი გვიყვება, გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა.

ჩვენი ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს!

ambebi.ge