"თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი დადებითად მიდის" - როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი დადებითად მიდის" - როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

კახი კავსაძის ძმის იმერი კავსაძის განცხადებით, კორონავირუსით ინიფიცირებული კახი კავსაძე, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივესიტეტო კლინიკაში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროისთვის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ამ დროისთვის კარგი მდგომარეობაა, უკეთესად არის, თავს კარგად გრძნობს, ყველაფერი დადებითად მიდის და ყველაფერი კარგად იქნება",-აცხადებს იმერი კავსაძე.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"