ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს
ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს
ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში ორ­თვი­ა­ნი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ 23 წლის სა­ლო­მე გვა­სა­ლია გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ლო­მე გვა­სა­ლი­ას ახ­ლობ­ლე­ბი კლი­ნი­კას­თან არი­ან შეკ­რე­ბი­ლი. ისი­ნი და­უ­დევ­რო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ. მათი თქმით, ოპე­რა­ცია არას­წო­რად გა­კეთ­და. პა­ცი­ენტს გული გა­უ­ჩერ­და და მას მე­ო­რე ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს და მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვას მო­ი­თხო­ვენ და დახ­მა­რე­ბის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­მარ­თა­ვენ.

ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის
იუ­რის­ტის თქმით, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და ამის მი­ხედ­ვით დად­გინ­დე­ბა, ად­გი­ლი ჰქონ­და თუ არა და­უ­დევ­რო­ბას.

იხილეთ ლინკი:
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები