ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს - კვირის პალიტრა

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ორთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა. სალომე გვასალიას ახლობლები კლინიკასთან არიან შეკრებილი. ისინი დაუდევრობაზე საუბრობენ და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. მათი თქმით, ოპერაცია არასწორად გაკეთდა. პაციენტს გული გაუჩერდა და მას მეორე ოპერაცია დასჭირდა, მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მისი უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. ოჯახის წევრები საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას მოითხოვენ და დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრის იურისტის თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო და ამის მიხედვით დადგინდება, ადგილი ჰქონდა თუ არა დაუდევრობას.

იხილეთ ლინკი: https://www.ambebi.ge/article/252458-ortviani-komis-shemdeg-23-clis-salome-gvasalia-gard/