"პირბადეში და ტესტებში ფულს რომ აკეთებთ, არ გრცხვენიათ? გაოგნებული ვარ!" - კვირის პალიტრა

"პირბადეში და ტესტებში ფულს რომ აკეთებთ, არ გრცხვენიათ? გაოგნებული ვარ!"

"საქართველოში ამის მერე არავინ შემომიშვებს, საზღვარზე დამიჭერენ" - გიორგი ფხაკაძის ხმაურიანი განცხადებები პირბადეების და კორონავირუსის ტესტების შესახებ.

"გავიგე, რომ ბევრს არ მოვწონვარ, დავეტაკე ამ ფარმაკომპანიებს და გასაგებია, რომ ზარალს გაყენებთ, მაგრამ პირბადეში ფულის გაკეთება როგორ შეიძლება? არ გრცხვენიათ? 200-300%-იან დანამატს რომ აკეთებთ? ალბათ 1 თეთრად ყიდულობთ და სხვების გაჭირვებაზე ფულს აკეთებთ. როგორ ვთქვა თქვენზე, პატიოსანი ხალხიაო? ან ტესტები როგორ უნდა იყოს ფასიანი? გაოგნებული ვარ! მერე იტყვიან, გიორგი პოპულისტიაო", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

იხილეთ ვიდეო: