"ჩემი ეს განცხადება გამოიწვევს გაღიზიანებას, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ეს განცხადება გამოიწვევს გაღიზიანებას, მაგრამ..."

"ჩემი ეს განცხადება გამოიწვევს გაღიზიანებას, მაგრამ..." - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქართული ჯანდაცვის სისტემას წამყვანი ქვეყნების სისტემას ადარებს და ამბობს:

"საქართველოში ერთეული გარდაცვალებაა ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე. უცხოეთში ასეულობით და ათასობით ადამიანი კვდებოდა და კვდება ბინაზე. გინახავთ კადრები, როცა სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოჰყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ? ნუ ვაიგივებთ ამასთან იმას, რაც საქართველოშია, რომ სასწრაფომ დაიგვიანა ან ოჯახის ექიმთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია, ან 1-2 დღე ადგილი არ არის კლინიკაში" - განუცხადა მედიკოსმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს".

იხილეთ ვიდეო: www.palitravideo.ge