"მე მყავს ერთი-ერთი სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნა, "ლენდ კრუ­ი­ზე­რი 105", მე რომ ეს მან­ქა­ნა არ მყავ­დეს, ეპარ­ქი­ა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ შევ­ძლებ" - კვირის პალიტრა

"მე მყავს ერთი-ერთი სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნა, "ლენდ კრუ­ი­ზე­რი 105", მე რომ ეს მან­ქა­ნა არ მყავ­დეს, ეპარ­ქი­ა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ შევ­ძლებ"

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის თქმით, მას ჰყავს ძვირადღირებული მანქანა, თუმცა განმარტავს, რომ ეს მას გადაადგილებისთვის სჭირდება.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"ჩემი ეპარქია იწყება 1700 მეტრიდან და უფრო მაღლა, მე მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდ კრუიზერი 105", რომელიც კიდე უფრო ავაწევინე და მე რომ ეს მანქანა არ მყავდეს, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ, მჭირდება მე ეს მანქანა და იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავდივარ.

ეს ტელეფონიც ("აიფონი") ზუსტად ასეთი მჭირდება მე, რომ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, ინსტრუმენტია ჩემს ხელში და დანარჩენი ვისაც რა უნდა ისე გაააკეთოს," - განაცხადა მიტროპოლიტმა.