"ექიმი ჩამოვიდა და გვითხრა, კლინიკაში გადაყვანაა საჭიროო, კლინიკაში გადაყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა " - რას ამბობს კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა
"ექიმი ჩამოვიდა და გვითხრა, კლინიკაში გადაყვანაა საჭიროო, კლინიკაში გადაყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა " - რას ამბობს კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა
კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა რატი თორდია აცხადებს, რომ თეკლა თორდიას საავადმყოფოში გადაყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა.

როგორც ის ყვება, გოგონა 6 დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ სუნთქვაზე შემდეგ კი გული გაუჩერდა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, თეკლა თორდიას მდგომარეობა კორონავირუსის აღმოჩენიდან მეხუთე დღეს გაურთულდა და ის კოვიდ- სასტუმროში გადაიყვანეს.

"მეხუთე დღე იყო, რომ გაურთულდა მდგომარეობა, ხველება დაეწყო, დავრეკეთ სასწრაფოში. ორშაბათი დღე იყო, როცა კოვიდსასტუმროში გადავიყვანეთ. იმიტომ გადავიყვანეთ კოვიდსასტუმროში,
რომ ამბობდნენ კლინიკებში ადგილები არ არისო. პირველ დღეს ხელოვნურად ასუნთქეს ჟანგბადი, სასწრაფო გამოიძახეს. შემდეგ მეორე დღესაც იგივე დაემართა, ისევ ჟანგბადი და ამასობაში ჩვენც მივედით, იმიტომ, რომ უკვე მძიმე მდგომარეობა იყო. ექიმი ჩამოვიდა და გვითხრა, კლინიკაში გადაყვანაა საჭიროო, სასწრაფოს ველოდებოდით 3-4 საათი, ამასობაში ვრეკავდით ჯანდაცვის სამინისტროში
ცხელ ხაზზე, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ არ გვეხება გადაყვანის საკითხიო. გამოდიოდა ისე, რომ გვეუბნებოდნენ, არ არის ადგილებიო. შემდეგ, როგორც იქნა მოვიდა სასწრაფო. კოვიდსასტუმროს ექიმიც იქ იყო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიდა სასწრაფოს ბრიგადა და გვითხრეს კარგი ამბავი გვაქვს, გერმანულ ჰოსპიტალში გადავიყვანთო, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა. 6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. მეექვსე დღეს დაგვახვედრეს ამბავი, რომ გული გაუჩერდა. ორჯერ - სამჯერ მოაბრუნეს, მაგრამ საბოლოოდ დაფიქსირდა გარდაცვალება",- განაცხადა მან.

"ინტერპრესნიუსი""

კლინიკაში გადაყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა - 6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მეექვსე დღეს დაგვახვედრეს ამბავი, რომ გული გაუჩერდა


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები