"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი" - კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას სპეციალური კომისია განიხილავს
"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი" - კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას  სპეციალური კომისია განიხილავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.

"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი. ამ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, სამწუხაროდ მე კლინიკურ საკითხებში ვერ გამოვდგები ექსპერტად.

ჩვენ 20 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც არის ყველაზე მძიმე. ყველაფერი აქედან მოდის, რაც მეტი ა
დამიანი არის ავად, პროპორციულად მეტი იქნება მძიმე და მეტი იქნება გარდაცვალება. ამიტომ იყო ჩვენი მიმართება იქითკენ, რომ ნაკლები ყოფილიყო ავადმყოფი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში ინფიცირების შემთხვევათა ზრდა არის მოსალოდნელი.

"ჩვენ ჯერ შემთხვევათა რიცხვის შემცირებაზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ იმაზე, რომ ზრდა არ იყოს. უახლოეს დღეებში კიდევ ზრდა არის მოსალოდნელი.
ვფიქრობთ, რომ ორი კვირის შემდეგ როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის დასტაბილურება, რომ მატება არ იყოს. 4000 კი არა, 6000 და 8000, რომ არ იყოს დღეში ამისათვის არის ეს აკრძალვები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები