"გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა
"გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება" - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შეშის მიტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სირცხვილია, სირცხვილია!“.

„გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება. გავიგეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებოან, რატომ არ შეიძლება. აქციის დროს შეუძლოდ გავხდი და კარავში წყლის დასალევად შევდიოდი, პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, რომელიც თუ არ ვცდები კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია, გამომაგდო. ამას მოჰყვა ჩოჩქოლი, რაც ხელოვნურად შექმნეს. კარავშიც აღარ მიშვებენ.
მიზეზს გვეუბნებიან, რომ ამას ჩვენივე უსაფრთხოების გამო აკეთებენ. მსგავსი აბსურდი არც მსმენია. თქვენ ამ ნივთებს მარგინალური ქმედებებისთვის გამოიყენებთო. აქციის მონაწილეები მშვიდობიანად აპროტესტებენ არალეგიტიმურ არჩევნებს“,-განუცხადა ჟურნალისტებს აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები