"გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!", - კორონავირუსისგან განკურნებული 95 წლის პაციენტის ემოციური ვიდეო - კვირის პალიტრა

"გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!", - კორონავირუსისგან განკურნებული 95 წლის პაციენტის ემოციური ვიდეო

იმედით იყო განწყობილი - "გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!" - დუშეთის კლინიკაში 95 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

"მოხარულები ვართ, რომ წასვლისას ძალიან კმაყოფილი და მადლიერი იყო. ყველაზე მთავარია, როცა ვიღაც ხედავს, რომ პერსონალი თან გადაყოლილია და ამას აფასებს, ჩვენი მოტივაციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განგვიმარტა ქეთევან გვენცაძემ. მედიკოსის თქმით, დამშვიდობებისას გოგალი არაბულის მადლიერებამ და მისმა ემოციურმა სიტყვებმა მედპერსონალს მეტი მოტივაცია მისცა, რაც ასეთი რთული ვითარების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია. "პაციენტი შემოვიდა სუნთქვის უკმარისობით, ჰქონდა თანდართული პათოლოგიები, მათ შორის, გულის მწვავე უკმარისობაც და ასაკის შესაბამისად, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა მისი მართვა. იყო პირველი ინტენსიური დონის ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტი და საბოლოო შედეგს ხედავთ - ერთობლივად მოვახერხეთ, რომ ვირუსი დაემარცხებინა, პროტოკოლის შესაბამისად სამედიცინო პერსონალის ეფექტურმა მკურნალობა და მისმა მხნეობამ და იმედმა კარგ შედეგამდე გაგვიყვანა", - აღნიშნა მან.

დუშეთის "ჯეო ჰოსპიტლის" სამედიცინო ცენტრის დირექტორი ქეთევან გვენცაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ მძიმე დღეებისა, რაც 95 წლის პაციენტმა თავდაპირველად გამოიარა, ის მოტივირებული იყო, რომ სწრაფად გამოჯანმრთელებულიყო და მედპერსონალსCOVID-19-თან ბრძოლაში მაქსიმალურად ეხმარებოდა. ძალიან გვიკვირს, როგორ დაინფიცირდა. შეუძლოდ გახდა, სიცხე ჰქონდა, მოისურვა საავადმყოფოში მისვლა და ჩვენც წამოვიყვანეთ. გაგვიკეთეს სწრაფი ტესტი და მამაჩემს ვირუსი დაუდასტურდა, მე კი არა. ახლა სახლშია, მადლიერები ვართ, რომ გამოჯანმრთელდა", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში 95 წლის პაციენტის შვილმა ზურა არაბულმა. "საავადმყოფოში რომ იყო, გვთხოვდა წაგვეყვანა, რომ ხევსურეთი ენახა. გვეუბნებოდა: "შევწუხდი, წამიყვანეთ, ხევსურეთი მინდა ვნახო ისევ, ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი კუთხეო!.." მთაში გაზრდილი კაცია... მადლობის მეტი რა მეთქმის მედპერსონალის მიმართ და თვითონაც ძალიან მადლიერია, რომ ასე ყურადღებით ეპყრობოდნენ. იმედით იყო განწყობილი - "გინდა თუ არა, უნდა ვიცოცხლოო!" მისი შვილი ზურა არაბული გვიამბობს, რომ კლინიკაში მკურნალობის დროს მამას თავისი მხარის, ხევსურეთის ნახვა ენატრებოდა და სთხოვდა, სახლში დაებრუნებინა... გოგალი არაბული ინფიცირების პირველ დღეებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა, როგორც მედპერსონალმა განგვიმარტა, "მისი სიყოჩაღისა" და ეფექტური მკურნალობის შედეგად, ვირუსისგან განიკურნა და თავის მონატრებულ მხარეს დაუბრუნდა. "ფეისბუქზე" ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ემშვიდობება ის სამედიცინო პერსონალს და მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის. 95 წლის კოვიდინფიცირებული გოგალი არაბული დუშეთის "ჯეო ჰოსპიტლის" სამედიცინო ცენტრში 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა და თავის მშობლიურ მხარეს - ბარისახოს დაუბრუნდა.

იხილეთ ვიდეო:

www.palitravideo.ge