"ეხლა რა­საც დავ­წერ არა­სო­დეს არა­თუ არ და­მი­წე­რია, არც კი მი­ფიქ­რია აქამ­დე...შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია"
"ეხლა რა­საც დავ­წერ არა­სო­დეს არა­თუ არ და­მი­წე­რია, არც კი მი­ფიქ­რია აქამ­დე...შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია"
2 დე­კემ­ბერს, დი­ლით, პო­ლი­ტი­კო­სი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის რამ­დე­ნი­მე დღის წინ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი პო­ლი­ტი­კოსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნე­ბენ...

თინა ხი­და­შე­ლი (პო­ლი­ტი­კო­სი): ეხლა რა­საც დავ­წერ არა­სო­დეს არა­თუ არ და­მი­წე­რია, არც კი მი­ფიქ­რია აქამ­დე. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ყვე­ლაფ­რის რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, მათ შო­რის სიბ­რა­ზის, სიბ­რიყ­ვის...კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 91 წელს გა­ვი­ცა­ნი, წი­თე­ლი კე­რა­სინ­კის წინ, ნავ­თით გაჭ­ვარტლულ ოთახ­ში, გამ­ხმა­რი პუ­რით და პე­ლეს სას­წა­უ­ლი ყა­ვით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი
სხვა ჩვენ­ნა­ირ ფა­ნა­ტი­კო­სებ­თან ერ­თად იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის შექ­მნას რომ ვფიქ­რობ­დით, ვგეგ­მავ­დით, ვწვა­ლობ­დით. ეს მა­შინ ხდე­ბო­და, რო­დე­საც სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლად გვე­გო­ნა ქვეყ­ნის მოქ­ცე­ვას, შე­მობ­რუ­ნე­ბას, გა­დარ­ჩე­ნას შევ­ძლებ­დით. იმ ნა­ხე­ვარ­სარ­და­ფის გა­ყი­ნულ კედ­ლებ­ში.

4 წელი მო­რი­გე­ო­ბით ტე­ლე­ფონ­თან ვყა­რა­უ­ლობ­დით სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რე­ბას ვე­წე­ო­დით, სახ­ლი­დან წიგ­ნე­ბი მოგვქონ­და და ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით,
ხან­და­ხან ხმა­მაღ­ლაც ვკი­თხუ­ლობ­დით.არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლის ად­ვო­კა­ტი კობა, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­დე­ლი­რე­ბას ვცდი­ლობ­დით, მერე ამ სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­დე­ლი­რე­ბის დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სწო­რედ კო­ბას მიჰ­ყავ­და.


13 წელი პრაქ­ტი­კუ­ლად დღე არ ყო­ფი­ლა ერ­თა­მენ­თი არ გვე­ნა­ხა, სულ ვკა­მა­თობ­დით - მე­მარ­ჯვე­ნე-მე­მარ­ცხე­ნე ომი გვქონ­და ოფის­ში :(ის უსას­ტი­კე­სი წლე­ბი, შიმ­ში­ლი, ომე­ბი, სი­ცი­ვე, უშუ­ქო­ბა, უტ­რან­სპორ­ტო­ბა, სწო­რედ ერ­თმა­ნეთს ერ­თად ყოფ­ნით გა­და­ვა­ტა­ნი­ნეთ - თუ ვინ­მე უი­მე­დო­ბის უფსკრუ­ლის­კენ გა­ე­ქა­ნე­ბო­და, მა­შინ­ვე თმებ­ში ხელს ვტა­ცებ­დით ...ინ­გაც ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­იც­ნო კო­ბამ, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა ჩვენ­გან­მა სწო­რედ იქ იმ კედ­ლებ­ში და იმ გა­რე­მო­ში იპო­ვა სა­მუ­და­მო საყ­რდე­ნი...შემ­დეგ კობა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და და ისე ხში­რად ვე­ღარ ვხვდე­ბო­დი, მერე ისევ გა­და­იკ­ვე­თა ჩვე­ნი გზე­ბი. ისევ სულ ვკა­მა­თობ­დით, ვდა­ობ­დით :( მერე იყო იყო სა­ზა­რე­ლი 7 ნო­ემ­ბე­რი, მისი ძებ­ნის და­უს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი ...ბოლო 5-6 წე­ლია არ მი­ნა­ხავს. პე­რი­ო­დუ­ლად მეს­მო­და მისი ამ­ბე­ბი, ხან ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან. ხან სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის­გან...

კო­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ აქ, facebook-ით რომ გა­ვი­გე, ისე რომ ასე მძი­მედ თუ იყო ისიც არ ვი­ცო­დი, თავ­ზარ­და­ცე­მულ­მა სა­ჯა­როდ ვიყ­ვი­რე.აქ ვი­ღაც არა­ჯან­სა­ღი, მა­ინც მგო­ნია ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან და ბო­ტე­ბი არი­ან, 20 წლის მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­გე­ბის მო­მენ­ტში პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს მთხო­ვენ და ჩვე­უ­ლი ზი­ზღით იღ­ვრე­ბი­ან.ვი­ღაც შლე­გებს, სა­კუ­თა­რი სი­სუ­ტე­ე­ბის და სი­პა­ტა­რა­ვის გამო, ალ­ბათ მარ­თლა ყვე­ლა მათ­სა­ვით მში­შა­რა და უხერ­ხემ­ლო გო­ნი­ათ. ამ შლე­გებს გო­ნი­ათ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯი­ლი და სიკ­ვდი­ლის­თვის გა­მე­ტე­ბუ­ლი კო­ბას ის­ტო­რი­ის და­ვი­წყე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ან პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია.

ამ უგუ­ნურ შლე­გებს გო­ნი­ათ არ­სე­ბობს ამ ქვეყ­ნად რამე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე უფრო ძვირ­ფა­სი. ალ­ბათ მარ­თლაც გო­ნი­ათ, იმი­ტომ რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ზო­მი აქვთ ყვე­ლას­თვის. არა­და წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს სა­ერ­თოდ ვინ არი­ან, ან იმ 7 ნო­ემ­ბერს რო­მელ მხა­რეს იდ­გნენ, კო­ბას სიკ­ვდი­ლის­თვის გა­მე­ტე­ბას ამარ­თლებ­დნენ თუ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, ეხლა გა­ბო­როტ­დნენ თუ მა­შინ იმ ხალ­ხს შო­რის იყ­ვნენ ვი­საც სცემ­დნენ და ავიწ­რო­ვებ­დნენ. სა­კუ­თარ სი­პა­ტა­რა­ვე­სა და ში­შებ­ში ჩა­კარ­გუ­ლი, უგუ­ნი­რე­ბით და გა­სა­ოგ­ნე­ბე­ლი უნი­ჭო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფე­ის­ბუ­ქის ვე­ფხვე­ბი იმა­საც კი ვერ ახერ­ხე­ბენ წო­ნას­წო­რო­ბა და­გა­კარ­გი­ნონ.მაგ­რამ ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ზუს­ტად ვიცი რომ ხვალ ვი­ნა­ნებ ამ სტა­ტუსს, ხვალ ისევ და­მე­ნა­ნე­ბით, ისევ თქვე­ნი სიშ­ლე­გის რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას და­ვი­წყებ, მაგ­რამ დღეს, დღეს ....ამ მას­შტა­ბის სი­ბე­ცის, სიბ­რიყ­ვის რა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია არ შე­მიძ­ლია. დღეს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის თავ­ზე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ზი­ზღით და­ა­ვა­დე­ბის ასე­თი მას­შტა­ბი ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა და სა­ხელ­მწი­ფოდ შედ­გო­მის მთა­ვარ მუხ­რუ­ჭად მეჩ­ვე­ნე­ბა.



ვა­ლე­რი­ან ხა­ბუ­რძა­ნია (პო­ლი­ტი­კო­სი):
კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლა, გა­ა­ნათ­ლოს. ჩვე­ნი თა­ო­ბის უდა­ვოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და ჯი­უ­ტად პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი, იუ­რის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი. უპ­რინ­ცი­პო სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრინ­ცი­პულ ადა­მი­ა­ნებს ვერ იტანს, კო­ბას მოღ­ვა­წე­ო­ბა ამის მა­გა­ლი­თი, სი­ცო­ცხლე ამის მსხვერ­პლი.

ეკა ბე­სე­ლია (პო­ლი­ტი­კო­სი): ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლის კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო... მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ მისი ბრძო­ლის და ყვე­ლა იმ დღის გამო ,რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სო­ბის­თვის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის გა­ი­ღო! ნა­თელ­ში იყოს და სამ­ძი­მა­რი მის ოჯახს...“ იხილეთ სრულად




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები