"ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! - კვირის პალიტრა

"ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, კობა დავითაშვილი განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა.

"ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია.

ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"