"საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი" - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე?
"საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი" - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე?
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური მდივნის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში, ჰოსპიტალს გარეთ კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 15-16 პაციენტს შეადგენს.

როგორც ცერცვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა"დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებლის სიმცირით ქვეყანა ერთ-ერთი პირველია ამერიკასა და ევროპაში.

"საქართველოში გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს. სულ სამ-ოთხ ქვეყანას აქვს ჩვენზე უკეთესი მაჩვენებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ავადობის რაოდენობა, მაგრამ გაცილებით, მნიშვნელოვანია ბევრი დაავადებულიდან რამდენის გადარჩენას ვახერხებთ და რამდენი იღუპება. საქართველო ალბათ, პირველ ადგილზეა ევროპასა და ამერიკაში ჰოსპიტალს
გარეთ გარდაცვლილი პაციენტების სიმცირით. ჩვენთან ჰოსპიტალს გარეთ, ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 ავადმყოფია გარდაცვლილი. ამაზე ხშირად, სრულიად სამართლიანად ტყდება განგაში, რატომ გარდაიცვალა. ჰოსპიტალს გარეთ უცხოეთის წამყვან ქვეყნებში ასეულობით პაციენტია გარდაცვლილი, ინგლისში ოფიციალური მაჩვენებელით ყოველი მეათე გარდაცვლილია ჰოსპიტალს გარეთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები