თბილისის მეტროს მემქანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისის მეტროს მემქანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი "ერთობა 2013" ავრცელებს.

"ერთობა 2013" და მთლიანად მეროპოლიტენში დასაქმებულები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი კოლექტივის გამორჩეული პიროვნების - ზაზა გუდაძის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათელში ამყოფოს უფალმა. ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლამ შეიწირა მისი მებრძოლი სული", - აღნიშნულია "ფეისბუქ-განცხადებაში".