"იმ პერიოდიდან ვიცნობდი, როცა მიშას გვერდით ედგა...კობაც ყოფილი "მეგობრების" მსხვერპლი გახდა!" - კვირის პალიტრა

"იმ პერიოდიდან ვიცნობდი, როცა მიშას გვერდით ედგა...კობაც ყოფილი "მეგობრების" მსხვერპლი გახდა!"

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი კობა დავითაშვილის ოჯახს უსამზიმრებს და პოლიტიკოსთან ურთიერთობის პერიოდს იხსენებს:

ვუსამძიმრებ კობა დავითაშვილის ოჯახს და ყველა ქართველს, ვინც კობას სატანჯველი განიცადა. კობას იმ პერიოდიდან ვიცნობდი, როცა მიშას გვერდით ედგა და როცა ჩვენ, ახალგაზრდა იდეალისტები, დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოსთვის უკეთეს მომავალს ვქმნიდით. ეს 2003-მდე იყო, "ახალგაზრდა რეფორმატორების" დროს. მერე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყველა ჩვენივე პროგრესული და დემოკრატიული მონაპოვარი დაამხეს და ზედ გაუგონარი სისასტიკეც დაუმატეს!

კობაც ყოფილი "მეგობრების" მსხვერპლი გახდა!

ნათელში იყოს წესიერი კაცის, კობა დავითაშვილის სული!"- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ეხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე...შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია"

წყარო