"ბოლო პერიოდში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან "საზღვრის" დარღვევის ფაქტები გახშირდა, რა დროსაც სოციალურ დაცვას" - კვირის პალიტრა

"ბოლო პერიოდში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან "საზღვრის" დარღვევის ფაქტები გახშირდა, რა დროსაც სოციალურ დაცვას"

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

მათივე ცნობით, დამრღვევები დე ფაქტო ხელისუფლებას სოციალური დაცვის თხოვნით მიმართავენ.

"ამგვარად, 30 ნოემბერს არცევის მახლობლად, დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ქვეშისა და კასპის რაიონის სოფელ თელიანის მკვიდრნი. წინასწარი მოკვლევისას დამრღვევებმა დაასახელეს მიზეზები, რის გამოც ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება: ეს არის არსებობისთვის აუცილებელი პირობების არ არსებობა, უმუშევრობა და მიზერული პენსია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ხელისუფლების მოუმზადებლობას და სურვილის არ ქონას, მიხედოს თავისი მოსახლეობის პრობლემებს", - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"