"ჩემს შვილსა და შვილიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ და საავადმყოფო გვირ­ჩი­ოთ" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილსა და შვილიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ და საავადმყოფო გვირ­ჩი­ოთ"

პეტრე კოლხის ქალიშვილს, მარიამსა და მის ვაჟს ზუს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

"ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ.სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი.

ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!..მადლიერი დაგრჩებით!.." - წერს პეტრე კოლხი.