"ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არას­დროს არა­ფე­რი მი­თხო­ვია" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს - კვირის პალიტრა

"ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არას­დროს არა­ფე­რი მი­თხო­ვია" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც მან უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ მიხედონ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობენ.

"საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა, როგორც თქვენი...სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა, თუ ახლობელ მეგობრებს.

ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში... მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა...რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება..." - წერს ნანა გეგეჭკორი ცერცვაძის განცხადების საპასუხოდ.