"არ ვნანობ იმას, როგორც ვიცხოვრე და რომ მკითხონ, სხვა ცხოვრებას თუ ინატრებდიო?"
"არ ვნანობ იმას, როგორც ვიცხოვრე და რომ მკითხონ, სხვა ცხოვრებას თუ ინატრებდიო?"
პოზიტიურ და ბევრი ადამიანისთვის საყვარელ მომღერალს - ლაშა ღლონტს მალე 50 წელი შეუსრულდება, მაგრამ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო, ნახევარსაუკუნოვან იუბილეს შესაფერისი ღონისძიებებით ვერ შეხვდება... ამასთანავე, უმოქმედოდ არ ჩერდება და ყოველდღიურობას სხვადასხვა აქტივობით, სიმღერებით, ოჯახის წევრებთან და შვილიშვილთან ურთიერთობით ილამაზებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეკონომიკის კანონები და ეპიდემიოლოგიური საკითხები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, ჯობდა, სხვა მხრივ მომხდარიყო გამკაცრება - ნიღბის ტარებისა და დისტანციის
დაცვის კუთხით. მაგალითად, მე შევარჩევდი ახალგაზრდებს, მათ გასამრჯელოს გადავუხდიდი და მოსახლეობას გავაკონტროლებინებდი. მგონია, რომ ეს საშუალება უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე სრული ჩაკეტვა..."

"მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს ჩერდება, ვერ ჩერდება, გურული ვარ და რა გამაჩერებს?! დედაჩემი რომ არ იყოს რაჭველი - ერისთავის ქალია - და
ეს არ მაბალანსებდეს, ალბათ საერთოდ კედლებზე გავიდოდი (იცინის). ამიტომ, საქმე ამ პანდემიის დროსაც გამოვძებნე. აგარაკზე ვმუშაობ და მიწასთან მუშაობა ერთ-ერთი დიდი სიამოვნება ყოფილა..."

"ვცდილობ, მოსახლეობა არ მოვაწყინო. ის "აჭარულიც" ამისთვის ჩავწერე, "ანტიკორონა" დავარქვი, რომ პოზიტივი შემომეტანა. ექიმი ვარ და ვიცი, კარგი განწყობა იმუნიტეტს აძლიერებს და გავიძლიეროთ, როგორც შეგვიძლია. ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ბედნიერებას. ყველას გვიჭირს, მაგრამ წუწუნი არაფერს გვარგებს, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და დავეხმაროთ. ეს გადაგვატანინებს მძიმე პერიოდს. ქართველები ვართ და ასეთი რაღაცები არ გვეშლება..."

"ადრე რომ გავიგებდი ვინმეზე, 50 წლის გახდაო, - ეუჰ, რა ბებერია-მეთქი, ვიტყოდი ხოლმე (იცინის). ასაკს ვერ ვგრძნობ, მაგრამ ეს ციფრები მაინც რაღაცნაირად ჟღერს..."

"ასე ვთქვათ, საკმარისად ვიცხოვრე. უცოდველი არავინაა და ადამიანი ყოველთვის ნანობს რამეს, მაგრამ არ ვნანობ იმას, როგორც ვიცხოვრე და რომ მკითხონ, სხვა ცხოვრებას თუ ინატრებდიო? - ვუპასუხებ, ნამდვილად არ ვინატრებდი, რადგან ღმერთმა ყველაფერი მომცა იმისთვის, რომ ბედნიერად მეცხოვრა და ბედნიერი ვარ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 3 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები