"არ მომკვდარა, ნინო მოკლეს" - მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის გოგონა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"არ მომკვდარა, ნინო მოკლეს" - მცხეთის საავადმყოფოში 24 წლის გოგონა კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა როგორც "მთავართან" ოჯახი ამბობს, გოგონა კოვიდ 19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა. თუმცა, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს.