"ტესტის ღირებულება საკმაოდ მაღალია და დიდი რესურსი სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ტესტის ღირებულება საკმაოდ მაღალია და დიდი რესურსი სჭირდება"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავლი წლისთვისაც პრიორიტეტი, ისევ კორონავირუსის საჭიროებები იქნება. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეფასებული საჭიროებები ძალიან მაღალია და მისი ნაწილის დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული რესურსით მოხდება.

"პრიორიტეტები მომავლი წლისთვისაც ისევ კორონავირუსის საჭიროებები იქნება. შეფასებული საჭიროება ძალიან მაღალია, აქედან ნაწილის დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული რესურსით მოხდება. აქცენტი გაკეთებული ისევ იქნება ტესტირების შესაძლებლობაზე. ტესტის ღირებულება საკმაოდ მაღალია და ასევე ფართო მოცვის გამო, დიდი რესურსი სჭირდება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის მომატებაც გადაუდებელი სამსახურის ნაწილში გათვალისწინებულია და დეტალები კიდევ ზუსტდება. პრიორიტეტი პირველადი ჯანდაცვაა და ეს კოვიდმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა", - განაცხადა გაბუნიამ.

"ინტერპრესნიუსი"