"24 წლის გოგოს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც თავად არ იცოდა" - რას ამბობს ექიმი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე
"24 წლის გოგოს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც თავად არ იცოდა" - რას ამბობს ექიმი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე
"24 წლის გოგოს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც თავად არ იცოდა" - რას ამბობს ექიმი ახალგაზრდის გარდაცვალებაზე

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის განმარტებით, 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა და თანმხლები დაავადება გახდა.

როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 24 წლის პაციენტს გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, რის შესახებაც თავად არ იცოდა. მისი განმარტებით, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ჭარბი წონა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია.

"ჩვენს
კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ 18 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 სთ-ზე შემოიყვანა. გადმოიყვანეს ტესტირებისთვის რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველება, ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე, ეს პაციენტი მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატივი. შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან
შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევის გაღმავებისთვის. პაციენტი ცხელების განყოფილებაში მოთავსდა. ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურ რეჟიმში, ცხვირ-ხახის PCR კვლევა. დადასტურდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი, პაციენტთან იყო ფილტვის ორმხრივი დაზიანება, ფილტვის ორმხრივი პნევმონია. საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ უკვე მოთავსდა განყოფილებაში და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდა მკურნალობა",-განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, ლიკა მუმლაძის განმარტებით, ამის შესახებ პაციენტს ინფორმაცია არ ჰქონდა.

"გოგონა იყო ჭარბი წონით, მას თავად არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე და დიდი ხნის განმავლობაში რაიმე კვლევა ჩატარებული არ ჰქონდა. მხოლოდ იმ ავადობას აღწერდა, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო",-განაცხადა მუმლაძემ.

იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში პაციენტს არასათანდო მკურნალობას უტარებდნენ.

"პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა. მიდიოდა ყველა იმ მედიკამენტით მკურნალობა, რაც მას ესაჭიროება. კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ გოგონას ასეთი საშუალებები არ სჭირდებოდა. მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც საქართველოში და მსოფლიოში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით აპრობირებულია. გარდაცვალების მიზეზი არის კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება",-განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, პაციენტს ასევე ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც არ იცოდა.

"ჩვენ ეს რუტინული კვლევით დავადგინეთ", - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ, რომ კოვიდინფექციით პაციენტი თავად კლინიკაში დაინფიცირდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები