"მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლონ" - კვირის პალიტრა

"მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლონ"

"გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოვებაზე, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება როდესაც ქვეყანაში შეზღუდვები წესდება. ბრძანება გამოვიდა. ახლა ჩვენი მიზანია, ყოველდღიური ტესტირება 20 000-მდე ავიდეს.

ამ მიდგომის ძირითადი მიზანია ის, რომ ჩვენ შედარებით სწარაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ. რეკომენდაციები კი ყველგან დევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ანტიგენდადებითი ადამიანი, როდესაც პოზიტიური პასუხი დაუფიქსირდება.

ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი იზოლირება მნიშვნელოვანია. ეს იმის წინაპირობაა, რომ მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები გამოვლინდებიან და ინფექცია მათთან შედარებით მსუბუქად ჩაივლის. თანდათანობით ჯაჭვის გაწყვეტისკენ წავალთ. აქედან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლონ. მათთვის ტესტირება უფრო გაიოლდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

იხილეთ ვიდეო: