კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა - რას ამბობს ექიმი ბათუმში გარდაცვლილ პაციენტზე?
კოვიდით 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა - რას ამბობს ექიმი ბათუმში გარდაცვლილ პაციენტზე?
ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 31 წლის რუ­სუ­დან კო­კო­ბი­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, იგი კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" მკურ­ნა­ლობ­და. რო­გორც კლი­ნი­კა­ში აცხა­დე­ბენ, პა­ცი­ენ­ტმა ერთი კვი­რის წინ ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად იმ­შო­ბი­ა­რა, შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" მო­ა­თავ­სეს.

"მე­დი­ნა­ში" ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სუ­დან კო­კო­ბი­ნა­ძეს თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და მას ძლი­ე­რი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ჰქონ­და. ექი­მე­ბის თქმით, ახალ­შო­ბი­ლი ჯან­მრთე­ლია და სახ­ლში უკვე გა­წე­რეს.

"მრა­ვა­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა დღეს ვერ შევ­ძე­ლით პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა,
ვი­ნა­ი­დან, მას ჰქონ­და ფილ­ტვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ინ­ფექ­ცი­ის გამო. ის ბა­თუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იწვა, კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით. მი­უ­ხე­და­ვად ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დებ­დო­და.

კერ­ძოდ, გა­მო­ხა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი - ჰქონ­და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებ­და ორ­სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­ვე აი­სა­ხა ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

25 ნო­ემ­ბერს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­კე­ის­რო
კვე­თა ჩა­ტარ­და, ვი­ნა­ი­დან, არ იყო პი­რო­ბე­ბი იმა­სა, რომ ემ­შო­ბი­ა­რა. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კარ­გია, გა­ე­წე­რა სახ­ლში. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და 27 ნო­ემ­ბერს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" გად­მო­იყ­ვა­ნეს. მას კვლე­ვის შე­დე­გად ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის დიდი და­ზი­ა­ნე­ბა, პნევ­მო­ნია და 23 - პრო­ცენ­ტი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

მას მა­ღა­ლი ნა­კა­დით ჟანგბა­დი მი­ე­წო­დე­ბო­და. პირ­ველ და 2 დე­კემ­ბერს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და, თუმ­ცა გუ­შინ სა­ღა­მოს ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია მოხ­და, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია ჩა­ტარ­და, მაგ­რამ დღეს შუ­ა­დღით გული გა­ჩერ­და. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა კლი­ნი­კა "მე­დი­ნას" ექიმ­მა ჯუმ­ბერ უნ­გი­ა­ძემ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები