"ბევრი წუხს, რომ ხალხი დარჩა უმუშევარი... დღიური მუშა ვერ ვიშოვე 3 დღე, 100 ლარზე ნაკლებად გარეთ გასვლა არ მიღირსო იყო პასუხი"
"ბევრი წუხს, რომ ხალხი დარჩა უმუშევარი... დღიური მუშა ვერ ვიშოვე 3 დღე, 100 ლარზე ნაკლებად გარეთ გასვლა არ მიღირსო იყო პასუხი"
"ბოლო დროს ძალიან ბევრი წუხს, რომ ხალხი დარჩა უმუშევარი, შიმშილი სუფევს და ა.შ. დღიური მუშა ვერ ვიშოვე 3 დღე, 100 ლარზე ნაკლებად გარეთ გასვლა არ მიღირსო იყო პასუხი. დამლაგებლის პოვნა კი უფრო რთულია, ვიდრე ვირუსოლოგების" -  ამის შესახებ ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი და დრამატურგი გურამ მეგრელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ბოლო დროს ძალიან ბევრი წუხს, რომ ხალხი დარჩა უმუშევარი, შიმშილი სუფევს და ა.შ. დღიური მუშა ვერ ვიშოვე 3 დღე, 100 ლარზე
ნაკლებად გარეთ გასვლა არ მიღირსო იყო პასუხი. დამლაგებლის პოვნა კი უფრო რთულია, ვიდრე ვირუსოლოგების.
ონლაინ კაზინოები ორმაგი დატვირთვით მუშაობენ. გემბლინგის ჭაობშია ჩაფლული ქვეყანა და დედების ხარჯზე თამაშობენ ზრდასრული ცოლიანი მამაკაცები.
ცოლი რომ მოვიყვანე, 150 ლარი მქონდა ხელფასი და ღამე აზერბაიჯანელების საპონს ვცლიდი წერეთელზე, 100 ლარს გვიხდიდნენ
12 მეტრიანი ტრაილერის დაცლაში 4 ადამიანს. ძალიან მტკივნეული იყო ამ სამსახურში ყოფნა, განსაკუთრებით თავი კიტრად რომ არ მოგაქვს ადამიანს, მაგრამ მამაჩემის ხარჯზე ცხოვრებას ნამდვილად ასე მერჩივნა. მარტივად "გადავეწყვე" მწერლობიდან მტვირთავობაზე და არავისთვის დამიბრალებია ეს ამბავი.
ალბათ დროა მოვრჩეთ წუწუნს და ავწიოთ ერთი ადგილი. ცხოვრება ასეთია, სხვის იმედად ყოფნა ინფანტილიზმია და მეტი არაფერი.
მხოლოდ საქართველოს არ შეხებია ეს კრიზისი. იტალიელმა ფერმერმა 5 ტონა კომბოსტო გადაყარა და ჰოლანდიელ მეყვავილეებს სრული მოსავალი გაუნადგურდათ.
ძნელად მიიღებს ბევრი ამ პოსტს, მაგრამ ჩემი მხრიდან დანახული სიმართლე ესაა", - აღნისნავს მეგრელიშვილი.




თემო
05 დეკემბერი 2020 16:59
ჭკვიანი ბიჭია გურამი
ზაზა
05 დეკემბერი 2020 00:28
ბ.ალექსანდრე თუ კიდე გაქვს ეგ ვაკანსია აგერ ვართ და გვითხარი როგორ დაგიკავშირდეთ
kostia
04 დეკემბერი 2020 16:34
გეთანხმები!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები