"თითოეული გარდაცვლილი ადამიანი უნდა გვტკიოდეს, მომზადებული გავიდა თუ არა ამ ქვეყნიდან" - კვირის პალიტრა

"თითოეული გარდაცვლილი ადამიანი უნდა გვტკიოდეს, მომზადებული გავიდა თუ არა ამ ქვეყნიდან"

თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ

მეუფე იაკობი პანდემიაზე - საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ

საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში პანდემიასთან ერთად, მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა შექმნილი.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექნილი, შეიძლება გარედან ჩიხური სიტუაციაც ჩანდეს, მაგრამ მჯერა, ღმერთი კეთილ ნაწილს გამოარჩევინებს ჩემს ერს. რასთან დაკავშირებით ვსაუბრობ - ისევ და ისევ დღევანდელ სიტუაციაზე. ვიცით, რომ ეკონომიკური სიდუხჭირეა, პანდემიაა და საშინლად ბევრი მსხვერპლია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. ეს არ უნდა იყოს სტატისტიკა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ მარტო ჩამონათვალს, რამდენი გარდაიცვალა, ადამიანობას დავკარგავთ. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი უნდა გვტკიოდეს იმიტომ, რომ რა ვიცით, როგორ წარდგება უფლის წინაშე. იცხოვრა, ამ პერიოდში დაავადდა და მომზადებული გავიდა თუ არა ამ ქვეყნიდან, არ ვიცით. როცა მომზადებული გადიხარ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ მზად არ ხარ, ეს უკვე ძალიან მძიმე თემაა", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

"ინტერპრესნიუსი"