"მამას დაველოდებით და ის შეგვისრულებსო" - რა მოხდა პირდაპირ ეთერში, სადაც ლევან რატიანი საუბრობდა - კვირის პალიტრა

"მამას დაველოდებით და ის შეგვისრულებსო" - რა მოხდა პირდაპირ ეთერში, სადაც ლევან რატიანი საუბრობდა

ლევან რატიანი და მისი ოჯახი "მაესტროს" ეთერში დისტანციურად "შეახვედრეს", რამაც ექიმზე ემოციურად იმოქმედა და თვალზე ცრემლიც კი მოადგა... გვანცა ჯანიგაშვილმა გადაცემაში მეუღლის შესახებ ისაუბრა:

"ლევანი თითქმის არ არის ხოლმე სახლში, ბოლო დროს, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამომდინარე. ოჯახში ძალიან მზრუნველია, მოსიყვარულე, ბავშვები იმასაც კი მეუბნებიან ხოლმე, შენ მკაცრი ხარ, მამას დაველოდებით და მას ვეტყვით, ის დაგვიჯერებს და შეგვისრულებსო. მედიცინის პარალელურად, არასდროს არაფერი ავიწყდება, ყოველთვის ახსოვს მნიშვნელოვანი თარიღები, ყურადღებიანია და ოჯახს პატივს სცემს. საკმარისია, შვილებს ჩაეხუტოს და მოეფეროს და ყველაფერი ავიწყდება. ერთი სფეროს წარმომადგენლები ვართ და მაქსიმალურად გვესმის ერთმანეთის. ექიმობა ლევანის მოწოდებაა, უმაღლეს ხარისხში აქვს აყვანილი. მისი სამაგიდო წიგნები სულ სამედიცინო ლიტერატურაა".

წყარო