"გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის გოგონა კორონავირუსით დაიღუპა, ახალგაზრდა ინფიცირებული არ იყო"
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17 წლის გოგონა კორონავირუსით დაიღუპა, ახალგაზრდა ინფიცირებული არ იყო"
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, ეს მოსახლეობაში პანიკას იწვევს. როგორც მინისტრმა 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, გოგონას კორონავირუსი არ ჰქონდა.

"მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს 17 წლის გოგონა დაიღუპა კორონავირუსით, ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ მოძიება, როგორც სასწრაფოს გამოძახების, ასევე ბრიგადის ადგილზე მისვლის შესახებ და გამოიკვეთა, რომ დაღუპული ახალგაზრდა არ იყო ინფიცირებული და არც ინფიცირებულის კონტაქტი იყო. როდესაც
მსგავსი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მოსახლეობაში იწვევს პანიკას და საკმაოდ დიდ ზეწოლას და დარტყმას ექიმებზე, რაც მიმდინარე ვითარებაში არასწორია. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში წარდგენილი იყო კანონი, რომელიც რეგულირების სააგენტოს დამატებითი ინსტრუმენტებით აღჭურვას გულისხმობდა. რეგულირების სააგენტოა ვალდებული ყველა გადაცდომა შეისწავლოს და ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი.
დღესდღეობით, იმ შეზღუდული ინსტრუმენტებით, რომლებიც რეგულირების სააგენტოს გააჩნია, რეგულირების სააგენტო ყველა ფაქტს სწავლობს, რომელიც დაფიქსირებულია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში აუდიტის ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელიც შექმნილია სპეციალურად კოვიდის მართვისთვის",-განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები